როცა გია დაბრუნდა მან დიდი ცვლილებები მოახდინა მოდაზე და ეს კვალიც დგესაც არის. მაგალითად მან დააბრუნა ძველი მოდა, შემოიტანა წვეტასები რომლებსაც ახლა მიისი დამსახურებით სურამელებს ეძახიან. მან ასევე შემოიტანა კაცების გახსნილი მკერდი და მზის ძველმოდური სათვალეები.
ახლა კი ტქვენს წინაშეა ინტერვიუ გია სურამელაშვილთან:
– როგორი იყო გია სურამელაშვილი მაშინ, როცა კარიერას იწყებდა?
– ძალიან არეული პერიოდი მქონდა, არ ვიცოდი, რა მინდოდა გავმხდარიყავი, მსახიობი თუ ექიმი. ძალიან მინდოდა ექიმობა და ამისთვის მაშინ საავადმყოფოში უნდა გემუშავა. იმდენი გავაკეთე, რომ დავიწყე მუშაობა. თქვენ არ იცით, როგორ მიხდებოდა თეთრი ხალათი! ძალიან წარმატებული ექიმი ვიქნებოდი, რომ მივყოლოდი. ზუსტად არ მახსოვს, რა მოხდა, მაინც სიმღერამ გადაწონა. სანამ ექიმობას მივყოფდი ხელს, მანამდე შევედი საესტრადო–სამსახიობო ფაკულტეტზე, შემდეგ ისევ ექიმობას მივუბრუნდი, მერე კი რატომღაც ხელოვნება ვარჩიე. იყო რაღაც გაერთიანება, სადაც მომღერლად მივედი და კარგ ადგილზე მომსვეს – წამყვან მომღერლად. იქ გავიცანი მზია კვირიკაშვილი, ჯემალ ბაღაშვილი და სხვები. სწორედ მაშინ იყო ჯემალ ბაღაშვილის პროექტი "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს". წინა წლებში გამარჯვებულები იყვნენ ეკა კვალიაშვილი და სოსო პავლიაშვილი. მაშინ ჩემს ცოლთან ერთად ქობულეთში ვისვენებდი. ვუყურე ამ პროექტს და მეწყინა, მე როგორ ვერ გავიგე ამის შესახებ–მეთქი, ლამის გულმა დამარტყა. მეორე წელს ამ კონკურსის ლაურეატი გავხდი.
– დღეს უფრო ადვილია, გახდე პოპულარული თუ მაშინ, გასული საუკუნის 80–იანებში, როცა თქვენ დგამდით სცენაზე პირველ ნაბიჯებს?
– დღესაც რთულია და მაშინაც რთული იყო. უბრალოდ, მაშინ სხვა ცხოვრება იყო და როგორც დღეს არის, ასე ადვილად ვერ მოხვდებოდი ტელევიზიაში. ბევრი დამეხმარა, მოვხვდი "რეროში", მერე რაღაც ანსამბლში, შემდეგ ტელევიზიის კვარტეტში ვმღეროდი. არადა სულ მინდოდა, რომ მარტოს მემღერა და არა – ანსამბლებში. ისე მოხდა, რომ პირველ წელს, როცა საქართველოდან იურმალაში წავიდნენ, მე იქ ვერ აღმოვჩნდი. მეორე წელს ავიღე ფონოგრამები, სურათები და გავაგზავნე კონკურსზე. სულ რომ არ მოველოდი, დარეკეს და მიმიწვიეს. ინტერვიუ ინტერვიუზე ატყდა. ხელისგულზე მატარებდნენ, მაგრამ მოუმზადებელი წავედი. თავში ავარდნის მომენტიც იყო და ალბათ ამიტომ არ მოვემზადე სათანადოდ. ყველას ეგონა, რომ გრან პრის მფლობელი გავხდებოდი, მაგრამ მეხუთე ადგილზე გავედი. იმ ეტაპზე ეს ჩემთვის მაინც ნორმალური იყო. ქართველები კარგი ადგილებით ჩამოდიოდნენ. მოვკვდებოდი კიდეც, მეხუთე ადგილი მაინც რომ არ ჩამომეტანა.
მერე წავედი მოსკოვში და იქ ჩავრჩი, რადგან აქ ძალიან ცუდი პირობები იყო. ვერ ვიტანდი ამ პირობებს – უშუქობა, სიცივე, არავინ მღეროდა. სწორედ იმ მიზეზით წავედი, რა მიზეზითაც დღეს ხალხი ტოვებს საქართველოს. საოცრებაა, რომ ქართველ მსმენელთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავაც იმ სიყვარულს, სითბოს და პატივისცემას ვგრძნობ, რაც უწინ მქონდა. საოცრად ერთგულია მსმენელი. ჩემმა ოთხწლიანმა მოღვაწეობამ ქართულ ესტრადაზე, ანშლაგებით ჩატარებულმა კონცერტებმა კვალი დატოვეს და დღესაც აქტუალური ვარ. დღესაც კარგად მიმიღო ჩემმა მსმენელმა.
– ხალხი ისევ ტოვებს ქვეყანას, თქვენ კი დაბრუნდით.
– ჰო, მომბეზრდა იქაურობა. თან ჩემს პირად ცხოვრებაში ძალიან ცუდი რაღაც მოხდა – 52 წლის დედა, რომელსაც გვეგონა, რომ რადიკულიტი ჰქონდა, ათ დღეში მომიკვდა. ეს ბოლო ორი წელია, რაც გონზე მოვედი და სიმღერა დავიწყე. ღვთის ნება იყო, რომ ფსიქიკურად არ შევიშალე. რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ამაზე მტკივნეული – ათ დღეში დედა მომიკვდა! მისთვის ყველაფრის გაკეთება შემეძლო და ვერ გავუკეთე. ამის შემდეგ ჩემი შვილი დაიჭირეს და სამი წელი ციხეში იჯდა. მოკლედ, სრულ დეპრესიაში ვიყავი. ასეთი სტრესის შემდეგ ჩემი ნერვების პატრონი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სიმღერას დავიწყებდი.
– თქვენი აზრით, რა იზიდავს თქვენში მსმენელს?
– სიმღერა "მე შენ ნაკვალევს დავეძებ" შემთხვევით დაიწერა, ჩავწერე და ერთ კვირაში პოპულარულიც გახდა. ვფიქრობ, ეს იღბალია, რომელიც სულ თან დასდევს გია სურამელაშვილს. ძნელია სიყვარულის მოპოვება და შენარჩუნება. არადა დღეს უკვე ჩემი შვილისხელა ფანები მყავს, ეს უფლის საჩუქარია. ინტერნეტში 62 წლის ქალმა მომწერა, გემუდარები, კონცერტი ჩაატარე, ყველა თაობის ხალხი შევიკრიბებით და ჩვენთვის ეს დიდი საჩუქარი იქნებაო. მართლაც ვაპირებ ოქტომბერში კონცერტის გამართვას. მასალა მზად მაქვს. ან ფილარმონიაში ჩავატარებ კონცერტს, ან სპორტის სასახლეში. ჩემი მხარდამჭერი ჩემი მსმენელია. რისკი ყველა საქმეში აუცილებელია და იმედია, გაამართლებს. ამ ერთი წლის განმავლობაში რა სიმღერებიც ვიმღერე, ყველა გაჰიტდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხს ვუყვარვარ.
– მამის როლში როგორ ხართ, როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– ოჯახი არ მყავს. შეიძლება ეს მინუსია კაცისთვის, ამაზე ბევრს ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე არ ვარ ოჯახის კაცი. ოჯახით ვერ ვიცხოვრებ. თამამი ცხოვრება მიყვარს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თუმცა არ ვარ დაზღვეული, თავში რა დამარტყამს. არ ვიცი, შეიძლება კიდეც შევქმნა ოჯახი. რამდენჯერმე ისე მიყვარდა, რომ ვაპირებდი კიდეც. ეს მოსკოვში მოხდა, მაგრამ მაშინაც რაღაცამ შემიშალა ხელი. ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ არ გამომივა. არ მინდა, იმ ადამიანებს დავემსგავსო, შეუღლებიდან 3–4 თვეში რომ ანგრევენ ოჯახებს.
ოთხი თვეა, რაც ჩემი შვილი, ნუგზარი, ციხიდან გამოვიდა. ჩემი ბიჭი ჩემს ოჯახში იზრდებოდა, უბრალოდ მე ვიყავი წასული მოსკოვში. კარგი ბიჭია. რა ვიცი, ამ ბოლო დროს იყო ლაპარაკი ცოლის მოყვანაზე და ალბათ მალე მამამთილობასაც მომილოცავთ. ჩემს ყოფილ მეუღლესთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, არც ის გათხოვილა.
– გასაგებია, რომ ოქრო ძალიან გიყვართ, მაგრამ მაინც რატომ გიკეთიათ ამდენი სამკაული ერთდროულად?
– იმიტომ მიკეთია, რომ მიხდება.
– თქვენი ჩაცმულობა ყოველთვის განსხვავებული და თვალშისაცემია. ასე კომფორუტლად გრძნობთ თავს?
– მე ამას ვერ ვატყობ, ჩვეულებრივად ვიცვამ. მაშინაც, კარიერას რომ ვიწყებდი, ამბობდნენ, გამომწვევად აცვიაო. სცენაზე ვიდექი და უზარმაზარი დიზაინერის, იუდაშკინის ტანსაცმელი მეცვა. ეტყობა, ეს შურდათ. რატომ არ უნდა მცმოდა? მართალია, ახლა არა მაქვს, მაგრამ მაშინ უამრავი ფული მქონდა. დღე და ღამე ვმუშაობდი, სოფელ–სოფელ, ქალაქ–ქალაქ დავდიოდი და ვმღეროდი. აი, ეს სიყვარული მოვიმკე დღეს.
– დღეს რატომ ვერ შოულობთ ფულს?
– დღეს ვინ შოულობს? ვერავინ.
– აბა, რითი არსებობთ?
– არ ვიცი, ჩემი შრომით, ვმღერი ქორწილებში, დაბადების დღეებზე. სიყვარულით მპატიჟებენ და ფულს მიხდიან. თუ ფულს ვერ მაკადრებენ, მჩუქნიან ბრილიანტს და ოქროს. ეს ყოველდღე არ ხდება, მაგრამ მაინც ასე გამაქვს თავი.
– დღევანდელი ქართული შოუბიზნესიდან ვისთან მეგობრობთ?
– ანრი ჯოხაძესთან, კაკი ბოლქვაძესთან, თამრიკო მეჭიაურთან, მანჩოსთან, თაკო მელიქიშვილთან... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.
– თქვენმა კოლეგებმა ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ როგორ მიგიღეს?
– იცი, რა? თვითონ არ ვარ ისეთი, რომ რაღაცის ქექვა დავიწყო, ჩვეულებრივად მიმიღეს. მოსკოვში ლიმუზინი მემსახურებოდა, დაცვა და ა.შ. რატომ არ უნდა მომმსახურებოდნენ?! ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ვუყვარდი, მეხმარებოდნენ და დიდი პატივით მექცეოდნენ.
– ქართველი პოლიტიკოსებისგან არის რაიმე სახის ხელშეწყობა?
– არანაირი. ამ თემაზე არ მინდა საუბარი, არასოდეს ვერევი პოლიტიკაში!
– რა შეცვალა ცხოვრებამ თქვენს პიროვნებაში?
– შეიცვალა ის, რომ აღარა ვარ "ხუჭუჭა, პატარა", 40 წლის ვარ. ძალიან ემოციური და ნერვული გახლავართ, გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, მაინც თავშენახულს მეძახიან.
– როგორ უვლით თავს?
– 24 საათი თავის მოვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ვუვლი თავს პარფიუმერიით. ნიღბებს და, რაც მთავარია, ხარისხიან მასაჟს ვიკეთებ, ფრჩხილებს ვიწესრიგებ. სულ განვიცდი იმას, რომ ქუჩაში ფეხით ვერ დავდივარ – პოპულარობა დისკომფორტს მიქმნის. მოსკოვშიც ასე იყო.
– რუსებთან ახლა როგორი დამოკიდებულება გაქვთ, აგვისტოს ომის შემდეგ?
– კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პოლიტიკაში არ ვერევი. პოლიტიკას განაგებს რამდენიმე ადამიანი და იმათ გამო, რომლებიც ოდესმე წავლენ, რატომ შევიძულო ერი ან ის ქვეყანა, სადაც წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, ტაშს მიკრავდნენ, ფულს მჩუქნიდნენ და ჩემი გულისთვის მოდიოდნენ რესტორანში, სადაც ვმღეროდი?!
– ქართული სუფრა გიყვართ?
– რა თქმა უნდა, წითელი დიპლომი მეკუთვნის თამადობაში. ძალიან მიყვარს სმა, კარგი ჭამა. ამ ყველაფრის შემდეგ კი დიეტის დაცვა მიწევს ხოლმე. სალათებზე გადავდივარ, ექვსის მერე აღარ ვჭამ. გასუქება ძალიან ცუდია.
– ამ ეტაპზე თქვენ გვერდით არის საყვარელი ადამიანი?
– ვაიმე, არავინ მიყვარს და ხმამაღლა ვყვირი: რატომ არ მიყვარს არავინ? ამას ძალიან ვდარდობ. სიყვარული მინდა!
– როგორი ქალები მოგწონთ?
– ისეთი ქალები მიყვარს, რომლებსაც ჩემზე მეტად ვეყვარები. შავგვრემანი, ეშხიანი და ერთგული ქალები მომწონს. ოფიციალურად ერთხელ ვიყავი ქორწინებაში და დღემდე ოფიციალურად არ ვარ გაყრილი. ამას წინათ ჩემმა ყოფილმა ცოლმა მითხრა, მგონი, ჩვენ ისევ ერთი ბედის ვართო. მე ვუთხარი, მანამ არ გეტკინოს არაფერი–მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მარიჩკას აქვს იმედი, რომ ისევ ერთად ვიქნებით. არ არის გამორიცხული, ასეც მოხდეს, მაგრამ ერთი ათი წელი – არა.
როცა მიყვარს, აბნეულ–დაბნეული დავდივარ, დავფრინავ. ხმამაღლა ვაცხადებ: ვეძებ სიყვარულს! რაც გულით მინდოდა, ყველაფერი მაქვს, ახლა ლამაზი სიყვარული მინდა. მინდა, რომ ადამიანის გვერდით დავისვენო, მინდა, მოვიდეს და ცხოვრება გამილამაზოს!

(მე ასევე შემიძლია გაცნობოთ რომ გია სურამელაშვილის ფაბკლუბიც არსევობს)
რათქმაუნდა თქვენ გაინტერესებთ რას ფიქრობს ამის შესახებ სვეცკი ლამზო. მე ვფიქრობ რომ გია სურამელაშვილი მსოფლიო ვარსკვლავია და მას აქვს უდიდესი ნიჭი ხოლო ვინც მასზე რამე ცუდს იტყვის სვეცკ ლამზოსთან ექნება საქმე!
No comments:
Post a Comment