21-ე საუკუნის გმირი ლამზირა მიხაილოვნა

ჰაი! მე ვარ ახალგაზდრა, ეშხიანი ქალბატონი რომელსაც აქვს თავისი შეხედულებები. მე ვფიქრობ 21-ე საუკუნეში სვეცკობა და ძერსკობა არის ყველაზე კარგი თვისება. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის ღირსება. მე ვსწავლობდი სკოლაში რომელიც ახლოსაა სამტრედიასთან. სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი მაგრამ რაც მთავარია ყოველთვის მოდურად მეცვა და ზოგჯერ ვასწრებდი კიდეც მოდას. უნივერსიტეტში არ მისწავლია ამიტომ სკოლის მერე არც მიმუშავია. სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგოშკა ვიყავი. სკოლის მერე ეგრევე გავთხოვდი მაგრამ 3 წელიწადში მე დავშორდი მას რადგან იგი ჩაის ერთჯერად პაჩკებს ორჯერ იყენებდა. დაშორების მერე მეორე დგეს შევხვდი მილიონერს მან ცოლობა შემომთავაზა, მე ბევრი ხანი ვაწვალე მაგრამ მაინც მილიონერი იყო ამიტომ გავყევი ცოლად. 65 წლის კაცი იყო. 2 დღის მერე მე მას წამალში საწამლავი ჩავუყარე და საცოდავი კომაში ჩავარდა ორი დღის მერე კი მოკვდა. მთელი ფული მე დამრჩა. 1 წელიწადი მილიონერი ვიყავი მერე კი საძაგელ აფერისტ ალფონსოს გავყევი ცოლად. მან მთელი ჩემი ფული დახარჯა მერე კი მიმატოვა. ცოტა ფული დარჩენილი მქონდა ამიტომ ხალხი დავიქირავე რომ მას მანქანით შეჯახებოდნენ.ერთ კვირაში მის პანაშვიდზე წავედი. იქ შემთხვევით დედამისი შემომაკვდა. როცა დედამისის პანაშვიდზე წავედი იქ მისი ძმა შემხვადა მე მას შევუყვარდი. მან მე ცოლად მომიყვანა მაგრამ მივატოვე რადგან ვერ ეჩვეოდა 21-ე საუკუნის მოდას, სვეცკობას და ძერსკობას. ამის მერე მე სრულიად გავღატაკდი, ამიტომ მკითხაობა დავიწყე, ამით დიდი ფული ვიშოვე და ეხლა თბილისის ყველა უბანში არის "ლამზოს სამკითხავო ბიურო". ასევე გავხსენი ფემინისტების ჯგუფი რომელსაც "ლამზო იცავს ქალებს", ასევე დავაარსე სვეცკობის და ძერსკოობის სკოლა "უსმინე ლამზოს რჩევასა", ჩემი სამაგალითო  ცხოვრების განმავლობაში ასევე შევქმენი პოლიტიკური პარტია " ლამზო თქვენი მზეა". მე არ ვაკეთებ ამ ყველაფერს ჩემთვის მე მინდა რომ საქართველო განვითარდეს და ამიტომაც ვწვალობ ამდენს. ამის გარდა მე ასევე დავაარსე მიტოვებული ან გაუთხოვარი ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდი " დაგინახე ლამზო შენა დავდნი ღორის ქონივითა" , ასევე მე დავაარსე სამოდელო სააგენტო "იყავი ლამზოს ნაირი". მე ამდენი რამ გავაკეღთე ხალხისტვის და სრულიად საქართველოსთვის ამიტომაც მე ვარ 21-ე საუკუნის გმირი ლამზირა მიხაილოვნა! ლავ იუ ოლლ ქისს იუ ოლლ <3 ბაი!

No comments:

Post a Comment