Tuesday, December 31, 2013

საახალწლოდ

ჩემო ლამაზებო, კარგებო, კეთილებო და რათქმაუნდა სვეცკებო და ძერსკებო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ამ წელზე უკეთესი არ გენახოთ (ეს რათქმაუნდა ღადაობით :**). ალბათ ისედაც იცით, რომ ყოველი თქვენთაგანი უზომოდ მიყვარს. ამ წუთას პარიზში ვიმყოფები. როგორც იცით პარიზი სიყვარულისა და ვნებების ქალაქია ამიტომაც ვარ პარიზში. რაიცით იქნებ ამ საახალწლოდ ბედი გამეხსნას... მიყვარხართ ყველა <3 
                                                                                love u all
                                                                                hug u all
                                                                                kiss u all
                                                                                and fuck u all ( ეს ღადაობით;**)
                                                                                                      გილოცავთ ახალ წელს!!!

Thursday, December 19, 2013

საქორწინო კაბები










შოკისმომგვრელი ნიუსი

მინდა შეგატყობინოთ ჩემო ლამაზებო რომ მალე იქნება ქორწილი რომელიც არავინ არ უნდა გამოტოვოს. ეს წლის ქორწილი იქნება! წყვილს ანონიმურად დავტოვებ :***




თქვენი ლამზო:***

Friday, December 13, 2013

რჩევა ქალებს!

გაუთხოვრებო, გაშორებულებო და ა.შ. ვისაც გინდათ შეხვდეთ თქვენს სიყვარულს და მალე შექმნათ ოჯახი მოგცემთ რჩევას. 31 დეკემბერს როცა საათი მიუახლოვდება თორმეტს აიღეთ ფურცელი, დაწერეთ თქვენი სურვილი, შემდეგ დაწვით, ჩაყარეთ ფერფლი შამპანიურის ჭიქაში და შესვით. იმედი არ დაკარგოთ, ის აუცილებლად ასრულდება!

ნაძვის ხის მოდა

მინდა შეგატყობინოთ რომ ამ წელს მოდაშია ნაძვის ხის ოქროსფრად, ვერცხლისფრად და ლურჯად მორთვა. საჭიროა გამოიყენოთ ორიგინალური მოსართავები და სათამაშოები.

ცხენის წლის შესახებ

ცხენის წელი

1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014...
ცხენი კარგად წარმოგვიდგება: მას აქვს მშვენიერი ტანადობა, უყვარს სანახაობა, თეატრი, კონცერტი, სპორტული შეჯიბრი, მოკლედ, ყველაფერი, სადაც ხალხია. ცხენს უყვარს ქათინაურები, იგი მხიარულია, ენაჭარტალა და პოპულარულიც არის. შეუძლია საგრძნობ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. რაც მას დიდ კმაყოფილებას მოჰგვრის. ბრწყინვალე ორატორია და ადვილად ეხერხება მართოს ხალხი. მისი გონება უფრო ადრე აღიქვამს ადამიანთა ნააზრევს, ვიდრე ისინი გამოთქვამენ. ეს აძლევს საშუალებას განსაზღვროს, უარყოს ან მოიწონოს აზრი.
ფიზიკურ შრომაში უფრო მოხერხებულია, ვიდრე გონებრივში, სინამდვილეში მან ეს კარგად იცის; მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს დამაჯერებელი გარეგნობა, არ ენდობა თავის თავს. ეს მისი სისუსტეა. ცხენი ცხელსისხლიანია (აქედან არის გამოთქმა “ცხენის სიფიცხე”). იგი ადვილად გამოდის წონასწორობიდან და ამიტომ ხშირად კარგავს მიღწეულს. ვინც ერთხელ მაინც იყო მისი რისხვის მოწმე, არასოდეს ენდობა, რამეთუ მის რისხვაში არის რაღაც ინფანტილური; იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას, მან უნდა ჩაახშოს თავის თავში ეს თვისება.
ცხენი ეგოისტია. იგი სინდისის ქენჯნის გარეშე გადათელავს ყველას, ვინც აღუდგება. ხშირად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული, მაშინაც კი, როცა სხვის საქმეებში ერევა. ბუნებით ცხენი ძალზე დამოუკიდებელია. იგი არ ღებულობს რჩევას და იქცევა ისე, როგორც მოისურვებს. კარგი იქნებოდა თუ ახალგაზრდობაში მიატოვებდა მშობლიურ სახლს, რათა ეცხოვრა თავისი ცხოვრებით. უფრო სწორედ, ამას სიამოვნებით გააკეთებს, რადგან გარემო ძალიან ზღუდავს მას.
როცა ოჯახს შექმნის, კეთილისმყოფელია, იგი მთავარი პერსონაჟია, ეს კი ხიბლავს მას. ყველაფერი იქნება მის კისერზე – მისი მდგომარეობა, პრობლემები, პერანგის დაუთოება და ნაკეცები შარვალზე... უნდა ითქვას, რომ ეს დამოკიდებულება გამართლებულია მისი ყოფნის ფაქტით, სხვანაირად ყველაფერი დაიმსხვრევა, როგორც ხუხულა, თუმც ეს ოგოისტი მუშაობს თავისთვის და საკუთარი წარმატებებისათვის, მისი შრომის ნაყოფით სარგებლობს ყველა. ცხენი კარგი ფინასისტია. მას შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერი სპეციალობა, რომელიც არ მოითხოვს სიმარტოვეს ან მოვლენათა ჭეშმარიტი არსის განჭვრეტას. ყოველთვის აქვს მოთხოვნილება, იყოს პატივისმცემელთა გარემოცვაში და ისმენდეს ქათიანურებს მისი მისამართით.
საწინააღმდეგო სქესთან დამოკიდებულებაში ცხენი ამჟღავნებს სისუსტეს, ის ყველაფერს დათმობს სიყვარულისთვის. შეყვარებული ცხენის ვნება ისეთი ძლიერია, რომ შეიძლება ყველაფრისადმი აბსულუტურად გულგრილი გახდეს, ამიტომ იგი ხშირად იტანს მარცხს. თუ შეძლებს სისუსტის დაძლევას, მისი პატივმოყვარეობა იქნება მისსავე ვნებაზე ძლიერი, შეუძლია ჰქონდეს წარმატება და იყოს ბედნიერი.
ცხენს შეუძლია თავისი ცხოვრება თხას დაუკავშიროს. ისინი ითანაშრომლებენ და ერთად აუვლიან გვერდს უფსკრულს. თხის ჭირვეული და ცვალებადი ხასიათი ცხენის ეგოიზმზე მაღლა დადგება; იგი ვერც ამას შენიშნავს. ცხენი შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ვეფხვთან, ძაღლთან. ეს უკანასკნელი ყოველთვის დაკავებულია დიდი პრობლემების გადაწყვეტით, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ცხენის გრძნობების მერყეობას. ცხენს შეუძლია თავისი ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშიროს ბედი ვირთხას, განსაკუთრებით თუ იგი ცხენი-ქალია და ამასთანავე ცეცხლოვანი (1906, 1966 წ.). ამ ორი ნიშნის შეერთება წარმოქმნის ნაპერწკლებს და შეიძლება მიგვიყვანოს დრამამდე.
ცხენის ცხოვრების პირველი და მეორე პერიოდი არ იქნება წყნარი. ახალგაზრდობაში იგი ოჯახს დატოვებს და ეს არ ჩაივლის უსიამოვნების გარეშე. რაც შეეხება გრძნობებს, ამ მხრივაც მისი ცხოვრება მშფოთვარეა. მისი ცხოვრების მესამე პერიოდი მშვიდობიანია.
აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ცხენზე და არაფერი ვთქვათ ცეცხლოვანი ცხენის წლებზე, რომელიც მეორდება ყოველი 60 წლის შემდეგ. (1846, 1906, 1966, 2026). ეს ცხენები არახელსაყრელია ოჯახებისათვის, სადაც არიან ცხენები; მათ უბედურება, ავდმყოფობა მოაქვს ზემოთ აღნიშნულ წლებში. ცეცხლოვანი ცხენის წლებში დაბადებულ მამაკაცებსა და ქალებს ახასიათებთ იგივე, რაც ცხენის წლებში დაბადებულთ, მაგრამ თვისებები შესაძლებელია წარიმართოს როგორც კარგი, ასევე ცუდი მიმართულებით. ხდებიან უფრო შრომისმოყვარენი, მოქნილნი, სამწუხაროდ, ხშირად ეგოისტები. მათი ვნებიანი ტემპერამენტი უბიძგებთ უკიდურესობისაკენ. ზოგიერთი თვლის მათ უფრო შესაფერს ოჯახისათვის, მაგრამ სინამდვილეში, ცეცხლოვანი ცხენი იწვევს სირთულეებს სახლში, რომელშიც დაიბადა, ოჯახში, რომელსაც იგი შექმნის. ეს თეორია წარსულის არა ერთ ფაქტს ეყრდნობა. მისი ცხოვრება არის განსაკუთრებული, მოულოდნელობით სავსე, ვიდრე ჩვეულებრივი ცხენის ცხოვრება. ის თავის თავში ატარებს ნიჭს – იყოს პოპულარული, ეს შეიძლება გამოიხატოს სიკეთით ან ბოროტებით.

2014 წლის ჰოროსკოპი

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
2014 წელი ვერძებს მრავალი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში – შუა ზაფხულიდან ვერძებს ნაყოფიერი პერიოდი დაუდგებათ და ამ დროს, რასაც უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერი მაქსიმალური შედეგით დასრულდება. ცხენის წელი ვერძებს აქტიურობასა და საკუთარი თავის რწმენას მიანიჭებს და ახალი წამოწყებებისა და ყველაზე აქტიური ჩანაფიქრების რეალიზებისთვის უამრავ შესაძლებლობას მისცემს.
2014 წლის მეორე ნახევრის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის იქნება, რომ ვერძები ყურადღების ცენტრში თავს ისე იგრძნობენ, როგორც თევზები წყალში. ვერძები მოვლენების ეპიცენტრში ხშირად აღმოჩნდებიან, თუმცა ბრბოში ნამდვილად არ ჩაიკარგებიან, პირიქით, სხვებისგან სასიამოვნოდ იქნებიან გამორჩეულნი. ხალხის გულის მოგება, ყველას დაპყრობა ბრწყინვალე იდეებითა და გონებამახვილური საუბრით – ცხენის წლის მეორე ნახევარში ვერძებს ეს ყველაფერი ძალიან იოლად და დახვეწილად გამოუვათ.
წლის დასაწყისში კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძებნა ცოტა არ იყოს გაუჭირდებათ. ვარსკვლავები აფრთხილებენ ვერძებს, რომ ეს უკანასკნელნი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უამრავ კონფლიქტსა თუ კამათში შეიძლება აღმოჩნდნენ ჩათრეულნი. ამის თავიდან ასაცილებლად ვერძებს ურჩევნიათ, საკუთარი მოსაზრებები მეტისმეტად ხმამაღლა არ გამოთქვან. ამ მარტივი რჩევის გათვალისწინებით, ვერძები უამრავ დროს და ნერვებს დაზოგავენ.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
2014 წელს კურო შეიძლება საკუთარი მერყეობის მსხვერპლი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს უამრავ დიდ თუ პატარა მოვლენაში მონაწილეობას, ფუსფუსს, საზრუნავს და აურზაურს პირდება. კუროს ენდომება ყველაფერი მოასწროს, ამიტომ რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდება და საბოლოოდ, მათი უმრავლესობის ბოლომდე მიყვანას ვერ მოახერხებს.
წლის პირველ ნახევარში კურო მეტისმეტად გაღიზიანებული იქნება. მის დაჟინებულ მზერას გარშემომყოფთა ერთი შეცდომაც კი არ გამოეპარება. შედეგი – სამართლიანი (კუროს აზრით) კრიტიკა მათი მისამართით და საპასუხოდ უმადური რეაქცია. კუროებმა თავიანთი დამრიგებლური ტონი ცოტა უნდა შეარბილონ, თორემ ამ წელიწადში ნებისმიერის წყობიდან გამოყვანას და გადამტერებას მოახერხებენ.
2014 წლის სექტემბრიდან კი ნეგატივი თანდათან წარსულს ჩაბარდება და წარმატება წლის ბოლომდე კუროს თანმდევი გახდება. ყველა საქმე, რაზეც სხვა დროს კუროს უამრავი ძალისხმევის გაღება დაჭირდებოდა, ამ პერიოდში ძალიან იოლად გამოუვა. ვარსკვლავები კუროს პირდებიან, რომ ყველაზე რთული და ერთი შეხედვით განუხორციელებელი პროექტებიც კი წარმატებით დასრულდება.
ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
2014 წელი შესანიშნავი დროა, რათა ტყუპებმა საზოგადოებრივი მდგომარეობა გაიმყარონ, შემოსავლების დონე აიმაღლონ, საჭირო ნაცნობები გაიჩინონ და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება წლის პირველ ნახევარში, როცა ტყუპების კომუნიკაბელობა და საკუთარი თავის რწმენა მათ ხელში დიდ ძალას – გარშემომყოფთა სიმპატიასა და მხარდაჭერას მისცემს.
წლის დასაწყისში ტყუპები ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებისას სხვათა მხარდაჭერას უნდა დაეყრდნონ. მართალია, ჩვეულებრივ ტყუპებს მარტო მოქმედება ურჩევნიათ, მაგრამ 2014 წლის ჰოროსკოპი მათ თანამოაზრეთა შემოკრებას და წინ ერთობლივი ძალისხმევით მოძრაობას ურჩევს.
ეს პოზიტიური პერიოდი შეიძლება მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში შეიცვალოს, როცა დაგროვილი დაღლილობა იჩენს თავს. ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ დაისვენონ და დამთრგუნველ განწყობას არ დანებდნენ. თუმცა აპათია დიდხანს მაინც არ გაგრძელდება: უკვე ნოემბერში ტყუპები უწინდებურად სიცოცხლით სავსედ იგრძნობენ თავს.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
2014 წელს კირჩხიბების კეთილდღეობა ბევრ საკითხში თავად მათზე იქნება დამოკიდებული, ასე რომ, ცხენის წელიწადში ბედის წყალობის ცდას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, შეუპოვარ და საქმიან კირჩხიბებს, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ და დასახული მიზნისკენ ისწრაფვიან, 2014 წელი შესანიშნავ შესაძლებლობებს მისცემს.
2014 წლის პირველ ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეიძლება ცხოვრების პირად და საზოგადოებრივ სფეროებს შორის ღრმა წინააღმდეგობები შეექმნათ. შესაძლოა ახლობელი ადამიანები კირჩხიბებს გაუნაწყენდნენ სამსახურში გატარებული ზედმეტი დროის გამო ან პირიქით, უცებ გაჩენილმა ვნებამ საქმის კეთებაში შეუშალოთ ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში, კირჩხიბები ოჯახსა და სამსახურს შორის იქნებიან გახლეჩილები. თუ ეს მოხდება, ვარსკვლავები გირჩევენ 2014 წელს გააკეთოთ შეგნებული არჩევანი ოჯახისა და პირადი ცხოვრების სასარგებლოდ. ახლობელი ადამიანებისთვის მეტი ყურადღების დათმობით სულიერ წონასწორობას აღიდგენთ, დროთა განმავლობაში კი სამსახურეობრივი საქმეებიც მოწესრიგდება. ნოემბერში მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ – ამ თვეში კირჩხიბებს ენერგიის ნაკლებობა ექნებათ და შეიძლება სულ უბრალო პროექტებიც კი ჩავარდნის საფრთხის წინაშე დააყენონ. სამაგიეროდ წლის ბოლო თვე ძალიან წარმატებული პერიოდი იქნება. ყველაფერს, რისი გაკეთებაც კირჩხიბებმა მთელი წლის განმავლობაში ვერ მოასწრეს, დეკემბერში ზედმეტობით აინაზღაურებენ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
2014 წელს წარმატება ლომებს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდებათ. ვარსკვლავები მათ ერთ ლანგარზე მიართმევენ ორ უძლიერეს კოზირს: პირველ რიგში, აქტიურობასა და ენერგიულობას და მეორეც, იღბალს საქმიან ასპარეზზე. ამის გამო ცხენის წელიწადში ზოგჯერ ძნელი გასარკვევი იქნება, ლომმა წარმატებას საკუთარი ძალებით მიაღწია თუ უბრალოდ გაუმართლა და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა. თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ პროექტების დიდი ნაწილი, რასაც 2014 წელს ხელს მოკიდებთ, თქვენს ყველაზე თამამ მოლოდინებს გადააჭარბებს. ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება, როდესაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ენერგია კალაპოტიდან ამოვარდნას ლამობს. ლომები უპრობლემოდ შეძლებენ რამდენიმე საქმე ერთად და თანაბარი წარმატებით აკეთონ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ წელს ლომებს შეუძლიათ წლების განმავლობაში დაგროვილი ყველა პრობლემატური საკითხი გადაჭრან და თუ ასეთ მიზანს დაისახავენ, რამდენიმე ახალი, გლობალური პროექტიც წამოიწყონ.
მართალია, ივლისის ბოლოდან ლომების აქტიურობა ქვედა ნიშნულისკენ დაიძვრება, მაგრამ მაინც საკმარისი იქნება, რომ წლის დარჩენილ პერიოდში საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვის უამრავი სასარგებლო რამ გააკეთონ. ერთადერთი საყურადღებო მომენტი ამ პერიოდში ისაა, რომ წარმატების ტალღებში თავდაკარგულმა ლომებმა ამბიციებს ოჯახური სიმყუდროვე არ შესწირონ. პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის დაპირისპირება შემოდგომაზე შეიძლება გამძაფრდეს. ამ პერიოდში ლომებს აუცილებლად ჭირდებათ პირად ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის მოძებნა, თუნდაც ეს საქმიანი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე მოხდეს.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
2014 წლის დასაწყისიდანვე ვარსკვლავები ქალწულებს მრავალ მოულოდნელობას, სიურპრიზებსა და ახალ შესაძლებლობებს პირდებიან. სიტუაციები ძალიან ხშირად მათ სასარგებლოდ განვითარდება, თუმცა სამწუხაროდ, ცხენის წელიწადში ქალწულები აქტიურობისა და საქმიანი უნარ-ჩვევების გამოჩენისკენ მიდრეკილნი არ არიან, რის გამოც ბევრი შესანიშნავი შანსი ტყუილუბრალოდ დაიკარგება.
გარდა ამისა, 2014 წლის სექტემბრის შუამდე ზოდიაქოს ამ ნიშნებს თვითორგანიზებულობასა და დისციპლინაში პრობლემები ექნებათ. ქალწულებს ჩვეულებრივზე მეტად გაუჭირდებათ დასახული მიზნების მიღწევაზე კონცენტრირება. სამაგიეროდ იოლად გაიტაცებთ ახალი იდეები და გეგმები, თუმცა ასევე იოლად დაკარგავენ ინტერესს და წამოწყებულ პროექტებს ნახევარ გზაზე მიატოვებენ.
ეს კიდევ უფრო იმიტომაცაა საწყენი, რომ 2014 წელს სიტუაციები ქალწულებისთვის ძალიან ხელსაყრელად შეიძლება წარიმართოს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ ქალწული კონცენტრირებას და ენერგიულად წინსვლას მოახერხებს და წვრილმან საქმეებს არ მიედ-მოედება, მას წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.
თუმცა 2014 წელს ქალწულებს სხვა შესაძლო გზაც ელოდებათ: შეუძლიათ არანაირი ზეამოცანები არ დასახონ, უბრალოდ აკეთონ ის, რაც უყვართ და ცხოვრებით დატკბნენ. მართალია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებსაც არ უნდა ელოდონ, თუმცა წელიწადს მხიარულად და მათთვის საინტერესოდ ნამდვილად გაატარებენ.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
2014 წელს სასწორებმა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და ცვლილებები არ უნდა დაგეგმონ: წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მათი თანმდევი, თუ სასწორები მშვიდად განაგრძობენ საკუთარი საქმის კეთებას და გლობალურ იდეებს არ შეეჭიდებიან.
ცხენის წლის პირველი ნახევარი სასწორებისთვის საკმაოდ წინააღმდეგობრივი იქნება. ისინი ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსენი იქნებიან და ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებების მოხდენაც ენდომებათ, თუმცა ვარსკვლავები თავის შეკავებას ურჩევენ: მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თავიდან ასარიდებლად, სასწორებს ურჩევნიათ მსხვილი პროექტების განხორციელება სამომავლოდ გადადონ. 2014 წლის დასაწყისიდანვე უმჯობესია მოძალებული ენერგია მშვიდობიან კალაპოტში მიმართონ: იქნება ეს შემოქმედებითი წვა, მოგზაურობა თუ პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნვა.
აგვისტოდან კი სასწორებს გვერდზე გადგომა აღარ გამოუვათ – სიტუაცია მათ უამრავ სიურპრიზს პირდება. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის გლობალური ცვლილებები ისევ არ არის რეკომენდებული, სასწორების ცხოვრებაში ახალი შთაბეჭდილებები, მოვლენები და ემოციები შემოიჭრება. 2014 წლის მეორე ნახევარში სასწორებს ბევრი ახალი ნაცნობობა, ურთიერთობები, ახალი გამოცდილებების მიღება ელოდებათ. სასწორები მოხვდებიან ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს ყოფილან, გაიჩენენ ახალ ნაცნობებს, ნახავენ უამრავ საინტერესო რამეს. ერთი სიტყვით, მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლიან.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
2014 წლის ჰოროსკოპი მორიელებს მისცემს შანსს, წინ გაიჭრან და კონკურენტებს გაასწრონ. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა მათი ამბიციები და საბრძოლო თვისებები პიკს მიაღწევს და მორიელებს გზაზე შეხვედრილი ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მისცემს.
წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები მორიელებს ისეთი სასარგებლო თვისებებით დააჯილდოვებენ, როგორიც კომუნიკაბელობა და ურთიერთობის სწორად წარმართვის უნარია. სამსახურში მორიელები საჭირო ადამიანებთან კონტაქტს იოლად დაამყარებენ, პირად ცხოვრებაში კი განუმეორებლები იქნებიან.
2014 წელს კომუნიკაციის სიჭარბემ ერთგვარი ნეგატივიც შეიძლება მოიტანოს, რადგან მორიელის აქტიური ხასიათიდან გამომდინარე, იგი იქნება არა მხოლოდ სასიამოვნო მოსაუბრე, არამედ ულმობელი კრიტიკოსიც, რაც ამ წელიწადში შეიძლება მრავალ კონფლიქტად დაუჯდეს. ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნებს თავიანთი საბრძოლო ნიჭის კონკურენტებთან ბრძოლაში გამოყენებას ურჩევენ – ეს საქმეშიც და სიყვარულშიც წარმატებას მოუტანთ. ახლობლების მიმართ კრიტიკული გამოსვლები კი შეძლებისდაგვარად უნდა შეარბილონ.
ივლისის შუა პერიოდიდან ოქტომბრის ბოლომდე მორიელებს ჩავარდნის ხანა ექნებათ – თავს იჩენს დაგროვილი დაღლილობა და ნერვული დაძაბულობა. ნოემბერში კი მათი მჩქეფარე ენერგიის ყველას შეშურდება.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
2014 წლის ჰოროსკოპი მშვილდოსნებს ახალ და მრავალფეროვან იდეებსა და შთაბეჭდილებებს პირდება. წლის პირველ ნახევარში შეიძლება დაიღალონ კიდეც კალეიდოსკოპის სიჩქარით ცვალებადი მოვლენებისა და სახეებისგან. კომუნიკაბელობის წყალობით მშვილდოსნები ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენენ, თუმცა თუ საჭიროება შეექმნებათ, მათ სიმკაცრისა და მიზანსწრაფულობის გამოვლენაც კარგად შეუძლიათ. ხასიათის შტრიხების ასეთი ნაკრები 2014 წელს ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც კონკურენტების დამარცხებისას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.
გარდა ამისა, ცხენის წელი მშვილდოსნებს სამყაროს არასატანდარტული და ნათელი ხედვით აჯილდოვებს, რაც მათ კრეატიულობას განაპირობებს. მშვილდოსნის მოულოდნელი, ნოვატორული გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოთ, თუმცა საბოლოოდ ყველაზე დიდ წარმატებას ეს ნაბიჯები მოიტანს.
წლის მეორე ნახევარში ისედაც ენერგიული მშვილდოსნები ახალი ძალებისა და შემოქმედებითი შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. თუმცა წლის ეს პერიოდი აუჩქარებელი, მშვიდი ნაბიჯებით წინსვლისთვის უფროა შესაფერი, ვიდრე ბობოქარი ქმედებებისთვის.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
2014 წელი თხის რქებისთვის პოზიტიური იქნება: ცხენის წელი მათ სულიერ კომფორტს, გაწონასწორებულ აქტიურობასა და სამყაროს ნათელ ხედვას უქადის. მიზანმიმართულობასთან და ჯანსაღ ამბიციებთან შეზავებული სულიერი ჰარმონია თხის რქებს ბევრი დაბრკოლების გადალახვას შეაძლებინებს.
წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები თხის რქებს პირად ცხოვრებაში კურსის მაინცდამაინც რადიკალურად შეცვლას არ ურჩევენ – ამ დროს წარმატებას უფრო კონსერვატიული ნაბიჯები მოგიტანთ. 2014 წლის მეორე ნაწილში კი პირიქით: თხის რქების შემოქმედებითი პოტენციალი ზღვარგადასული იქნება. სწორედ არასტანდარტული და თამამი, ნოვატორული მიდგომებით შეძლებენ თხის რქები კარიერასა თუ სიყვარულში წარმატების მიღწევას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა საქმესაც უნდა მოკიდოს თხის რქამ ხელი 2014 წელს და რა მიზანიც უნდა დაისახოს, მათ უმრავლესობას პრობლემების გარეშე გაუმკლავდება. თუმცა მნიშვნელოვან საქმეებს დეკემბრისთვის ნუ დაგეგმავთ: წლის ბოლო თვეში ვარსკვლავები თხის რქებს მოშვებას და კარგად დასვენებას ურჩევენ.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულებს 2014 წელი გლობალურ ცვლილებებს არ უქადის, თუმცა ეს არც ისე ცუდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადი ასტროლოგიური სურათი ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის არამდგრადია. მერწყულებისთვის ეს წელი ზომიერად აქტიური და საკმარისად მშვიდი იქნება.
ერთადერთი მომენტი, რაზეც მერწყულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს, მისივე განწყობაა წლის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში ვარსკვლავების გავლენით მერწყულები გადამეტებულ ყურადღებას მიაქცევენ დეტალებს, მათ შორის გარშემომყოფთა პატარ-პატარა ჩავარდნებსაც. მერწყულები პატარა წვრილმანებმაც კი შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს.
თუმცა სიზუსტისადმი მისწრაფებას თავისი პლუსებიც ექნება: რასაც უნდა მოკიდოს ხელი მერწყულმა წლის პირველ ნახევარში, ყველაფერს გულდასმით გააკეთებს და ყველა შესაძლო შეცდომას აირიდებს თავიდან.
2014 წლის მეორე ნახევარში კი მერწყულები ცოტა მოეშვებიან. ცხოვრების ყველა სფეროში – სამსახურში, შემოქმედებასა თუ სიყვარულში მათ ურჩევნიათ მზა შაბლონებს მისდიონ და ველოსიპედის გამოგონება არ დაიწყონ. ამ განწყობას ნუ შეეწინააღმდეგებით: 2014 წელს ჯანსაღი კონსერვატიზმი სწორედ ისაა, რაც მერწყულს წარმატებისთვის სჭირდება.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
2014 წელს თევზების ენერგიულობა და საკუთარი თავის რწმენა, განსაკუთრებით გარშემომყოფთა პასიურობის ფონზე, მათ ხალხის თვალში კარგად წარმოაჩენს. მთელი წლის განმავლობაში ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ხასიათის ძალიან სასარგებლო თვისებებს – მიზანსწრაფულობას, სიმტკიცესა და ორგანიზატორულ ნიჭს უზრუნველყოფენ. ეს ნიშნები თევზების ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდება და მათ გარშემომყოფთა მხარდაჭერაც არ მოაკლდებათ და მიზანს ყოველთვის მიაღწევენ.
ერთადერთი ნიუანსი, რამაც თევზებს წლის პირველ ნახევარში დასახული მიზნების მიღწევაში შეიძლება ხელი შეუშალოს, მისი ინტერესების მეტისმეტად ფართო წრეა. ენერგია და ცნობისმოყვარეობა თევზებს მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას აიძულებს. 2014 წელს მათ უამრავი ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება, თუმცა უნდა ეცადონ, რომ მოვლენათა კორიანტელში მართლაც მნიშვნელოვანი არაფერი გამორჩეთ.
წლის მეორე ნახევარში კი თევზები მეორე უკიდურესობაში შეიძლება გადავარდნენ, მიმდინარე საქმეებში თავით ჩაეფლონ და დროის უდიდესი ნაწილი ყოველდღიურობას დაუთმონ.
2014 წლის მძლავრი პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებისთვის ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, ნაკლებად დაინტერესდნენ წვრილმანებით და მთავარზე მოახდინონ კონცენტრირება. გახსოვდეთ, რომ ეს წელი ბევრ შესანიშნავ შესაძლებლობებს გპირდებათ და ყველაფერი, რაც თქვენგან არის საჭირო ზომიერზე ცოტა მეტი მიზანსწრაფულობის გამოვლენაა.

მოსალოდნელი ამინდი

ამ ბოლო დროს ამინდმა თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველა მოუთმენლად ელოდა თოვლა და როგორც იქნა გუშინ ითოვა, თუმცა დიდი თოვლი თბილისში არც ყოფილა. დღევანდელი ამინდის გამო ბევრი განაწყენდა რადგაც დღესაც თოვლს მოელოდნენ მაგრამ მზე გამოვიდა, ამიტომ მინდა შეგატყობინოთ ზუსტი პროგნოზი ხვალინდელ დღეზე.
დღეს ღამე მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა. ტემპერატურა მერყეობს -1დან -3მდე. წნევა ნორმაზე მეტი იქნება. ასევე გეომაგნიტური ზეგავლენა იქნება. ხვალ იქნება კარგი მზიანი ამინდი. ტემპერატურა +3დან +5მდე. ასევე იქროლებს ქარი და მომდევნო დღეებშიც ასეთი ამინდია მოსალოდნელი.

ნიუსი რომელიც არ შეიძლება რომ გამოტოვოთ!

მოგესალმებით ჩემო საყვარლებო მინდა შეგატყობინოთ იმის შესახებ რომ ჩემმა საუკეთესო დაქალმა მაყვალა მიხაილოვნამ შექმნა თავისი ბლოგი რომელიც ნაკლებად სარგებლობს პოპულარობით ამიტომ გთხოვთ რომ შეხვიდეთ ამ ბლოგზე და ნახოთ მისი შემოქმედება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემნაირი სელებრითი უკეთებს მას ასეთ საამაყო რეკლამას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა.

Thursday, December 12, 2013

ნიუსი:*

მინდა შგატყობინოთ რომ გავრცელდა ჭორი იმის შესახებ რომ შეიძლება ჩამოვიდეს ბატონი კირკოროვი ახალი წლისთვის. ეს ძალიან კარგი სიახლეა საქართველოსთვის რადგან კირკოროვი არის მეორე ძალიან კარგი მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სელებრითი. პირველი perfect მაგალითი რათქმაუნდა მე ვარ მაგრამ საქართველოს სხვა ნაკლებად იდეალური მაგალითებიც უნდა ჰყავდეს.

kiss u all, love u all, miss u all :***

Thursday, November 28, 2013

ახალი სტილი

დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი ამ ბლოგზე რადგან არანაირი ტენდენციები არ იყო ხლა კი დადგა დრო რომ შვუერთდე თქვენს ცხოვრებას. მინდათ გესუბროთ ახალი სტილისი შესახებ რომელ;იც ამ ბოლო დროს შემოვიდა მოდაში ჩემო საყვარლებო! ამ სტილის შსახებ მომდევნო პოსტში დავწერ...
P.S. მისი ერთერთი თმა ეს ულამაზესი ფეხსაცმელი იქნება...


Wednesday, February 6, 2013

მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველი დაიბადა თბილისში.10 წლამდე იზრდებოდა თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში,90-იან წლებში მარკუსის ოჯახმა დატოვა საქართველო და საცხოვრებლად გადავიდნენ საბერძნეთში. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მარკომ დიდ წარმატებას მიაგწია.იგი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა კვლავ საქართველოში და ჩაირიცხა ი.ჯავახიშვილის სახელობის უნი-ში ბერძნულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე,მაგრამ 1წლის შემდეგ მარკო მიხვდა რომ ეს ფროფესია მას არ აკმაყოფილებდა და გადავიდა სამხატრო აკადემიიის ფაკულტეტზე,.

პარალელურად მოგვაწეობას იწყებს შოუ-ბიძნესში მომგერლის ამპულაში.მან გადაიგო პირველი კლიპი ''თავისუფლება''.2001 წელს მას ქონდა მიწვევა მაროკოში სადაც მისმა გამოსვლამ სრული ანშლაგიტ ჩაიარა და მარკოს ოჯახის გადაწყვეტილებიტ ისინი კვლავ საბერძნეტში ბრუნდებიან.მან იტანამშრომლა საბერძნეთის წამყვან;დიზაინერებთან,პროდიუსერებთან და მომგერლებტან.2009 წელს მარკომ გადაწყვიტა კვლავ თავის სამშობლოში დაბრუნება და ის მიიწვიეს 10-ე მუსიკალური ცერემონიის დაჯილდოვებაზე ''მეგა-2009''.მარკო და მისი პროდიუსერი ბევრ სიახლეს გვპირდებიააან :):):)
მე ვარ ლამზო და ჩეკი აზრით მარკო საქართველოს დამსახურებული მომღერალია და ვისაც არ მოსწონს ჩელი მარკო ჩემთან ექნება საქმე!




ქის იუ ოლლ ლოვ იუ ოლლ ბაიიი<3

გია სურამელაშვილი ლამაზ სიყვარულს ეძებს!

ქართულ ესტრადაზე 80–იან წლებში გია სურამელაშვილის სახელმა გაიელვა, მასები აიტაცა და მერე ისევე უცბათ გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. ის წლები, როცა საქართველოში შოუბიზნესი ჯერ მოკვდა, მერე კი ისევ გაცოცხლდა, გიამ სამშობლოდან შორს გაატარა, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგაც იმ თაობის ფანები მისი ერთგულნი რჩებიან. მომღერალი კარგა ხანია საქართველოში დაბრუნდა და იმ ტკივილებსა თუ სიხარულებზე გვიამბობს, რაც ამ წლების მანძილზე განიცადა. 
როცა გია დაბრუნდა მან დიდი ცვლილებები მოახდინა მოდაზე და ეს კვალიც დგესაც არის. მაგალითად მან დააბრუნა ძველი მოდა, შემოიტანა წვეტასები რომლებსაც ახლა მიისი დამსახურებით სურამელებს ეძახიან. მან ასევე შემოიტანა კაცების გახსნილი მკერდი და მზის ძველმოდური სათვალეები.

ახლა კი ტქვენს წინაშეა ინტერვიუ გია სურამელაშვილთან:

– როგორი იყო გია სურამელაშვილი მაშინ, როცა კარიერას იწყებდა? 
– ძალიან არეული პერიოდი მქონდა, არ ვიცოდი, რა მინდოდა გავმხდარიყავი, მსახიობი თუ ექიმი. ძალიან მინდოდა ექიმობა და ამისთვის მაშინ საავადმყოფოში უნდა გემუშავა. იმდენი გავაკეთე, რომ დავიწყე მუშაობა. თქვენ არ იცით, როგორ მიხდებოდა თეთრი ხალათი! ძალიან წარმატებული ექიმი ვიქნებოდი, რომ მივყოლოდი. ზუსტად არ მახსოვს, რა მოხდა, მაინც სიმღერამ გადაწონა. სანამ ექიმობას მივყოფდი ხელს, მანამდე შევედი საესტრადო–სამსახიობო ფაკულტეტზე, შემდეგ ისევ ექიმობას მივუბრუნდი, მერე კი რატომღაც ხელოვნება ვარჩიე. იყო რაღაც გაერთიანება, სადაც მომღერლად მივედი და კარგ ადგილზე მომსვეს – წამყვან მომღერლად. იქ გავიცანი მზია კვირიკაშვილიჯემალ ბაღაშვილი და სხვები. სწორედ მაშინ იყო ჯემალ ბაღაშვილის პროექტი "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს". წინა წლებში გამარჯვებულები იყვნენ ეკა კვალიაშვილი და სოსო პავლიაშვილი. მაშინ ჩემს ცოლთან ერთად ქობულეთში ვისვენებდი. ვუყურე ამ პროექტს და მეწყინა, მე როგორ ვერ გავიგე ამის შესახებ–მეთქი, ლამის გულმა დამარტყა. მეორე წელს ამ კონკურსის ლაურეატი გავხდი. 
– დღეს უფრო ადვილია, გახდე პოპულარული თუ მაშინ, გასული საუკუნის 80–იანებში, როცა თქვენ დგამდით სცენაზე პირველ ნაბიჯებს? 
– დღესაც რთულია და მაშინაც რთული იყო. უბრალოდ, მაშინ სხვა ცხოვრება იყო და როგორც დღეს არის, ასე ადვილად ვერ მოხვდებოდი ტელევიზიაში. ბევრი დამეხმარა, მოვხვდი "რეროში", მერე რაღაც ანსამბლში, შემდეგ ტელევიზიის კვარტეტში ვმღეროდი. არადა სულ მინდოდა, რომ მარტოს მემღერა და არა – ანსამბლებში. ისე მოხდა, რომ პირველ წელს, როცა საქართველოდან იურმალაში წავიდნენ, მე იქ ვერ აღმოვჩნდი. მეორე წელს ავიღე ფონოგრამები, სურათები და გავაგზავნე კონკურსზე. სულ რომ არ მოველოდი, დარეკეს და მიმიწვიეს. ინტერვიუ ინტერვიუზე ატყდა. ხელისგულზე მატარებდნენ, მაგრამ მოუმზადებელი წავედი. თავში ავარდნის მომენტიც იყო და ალბათ ამიტომ არ მოვემზადე სათანადოდ. ყველას ეგონა, რომ გრან პრის მფლობელი გავხდებოდი, მაგრამ მეხუთე ადგილზე გავედი. იმ ეტაპზე ეს ჩემთვის მაინც ნორმალური იყო. ქართველები კარგი ადგილებით ჩამოდიოდნენ. მოვკვდებოდი კიდეც, მეხუთე ადგილი მაინც რომ არ ჩამომეტანა. 
მერე წავედი მოსკოვში და იქ ჩავრჩი, რადგან აქ ძალიან ცუდი პირობები იყო. ვერ ვიტანდი ამ პირობებს – უშუქობა, სიცივე, არავინ მღეროდა. სწორედ იმ მიზეზით წავედი, რა მიზეზითაც დღეს ხალხი ტოვებს საქართველოს. საოცრებაა, რომ ქართველ მსმენელთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავაც იმ სიყვარულს, სითბოს და პატივისცემას ვგრძნობ, რაც უწინ მქონდა. საოცრად ერთგულია მსმენელი. ჩემმა ოთხწლიანმა მოღვაწეობამ ქართულ ესტრადაზე, ანშლაგებით ჩატარებულმა კონცერტებმა კვალი დატოვეს და დღესაც აქტუალური ვარ. დღესაც კარგად მიმიღო ჩემმა მსმენელმა. 
– ხალხი ისევ ტოვებს ქვეყანას, თქვენ კი დაბრუნდით. 
– ჰო, მომბეზრდა იქაურობა. თან ჩემს პირად ცხოვრებაში ძალიან ცუდი რაღაც მოხდა – 52 წლის დედა, რომელსაც გვეგონა, რომ რადიკულიტი ჰქონდა, ათ დღეში მომიკვდა. ეს ბოლო ორი წელია, რაც გონზე მოვედი და სიმღერა დავიწყე. ღვთის ნება იყო, რომ ფსიქიკურად არ შევიშალე. რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ამაზე მტკივნეული – ათ დღეში დედა მომიკვდა! მისთვის ყველაფრის გაკეთება შემეძლო და ვერ გავუკეთე. ამის შემდეგ ჩემი შვილი დაიჭირეს და სამი წელი ციხეში იჯდა. მოკლედ, სრულ დეპრესიაში ვიყავი. ასეთი სტრესის შემდეგ ჩემი ნერვების პატრონი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სიმღერას დავიწყებდი. 
– თქვენი აზრით, რა იზიდავს თქვენში მსმენელს? 
– სიმღერა "მე შენ ნაკვალევს დავეძებ" შემთხვევით დაიწერა, ჩავწერე და ერთ კვირაში პოპულარულიც გახდა. ვფიქრობ, ეს იღბალია, რომელიც სულ თან დასდევს გია სურამელაშვილს. ძნელია სიყვარულის მოპოვება და შენარჩუნება. არადა დღეს უკვე ჩემი შვილისხელა ფანები მყავს, ეს უფლის საჩუქარია. ინტერნეტში 62 წლის ქალმა მომწერა, გემუდარები, კონცერტი ჩაატარე, ყველა თაობის ხალხი შევიკრიბებით და ჩვენთვის ეს დიდი საჩუქარი იქნებაო. მართლაც ვაპირებ ოქტომბერში კონცერტის გამართვას. მასალა მზად მაქვს. ან ფილარმონიაში ჩავატარებ კონცერტს, ან სპორტის სასახლეში. ჩემი მხარდამჭერი ჩემი მსმენელია. რისკი ყველა საქმეში აუცილებელია და იმედია, გაამართლებს. ამ ერთი წლის განმავლობაში რა სიმღერებიც ვიმღერე, ყველა გაჰიტდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხს ვუყვარვარ. 
– მამის როლში როგორ ხართ, როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება? 
– ოჯახი არ მყავს. შეიძლება ეს მინუსია კაცისთვის, ამაზე ბევრს ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე არ ვარ ოჯახის კაცი. ოჯახით ვერ ვიცხოვრებ. თამამი ცხოვრება მიყვარს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თუმცა არ ვარ დაზღვეული, თავში რა დამარტყამს. არ ვიცი, შეიძლება კიდეც შევქმნა ოჯახი. რამდენჯერმე ისე მიყვარდა, რომ ვაპირებდი კიდეც. ეს მოსკოვში მოხდა, მაგრამ მაშინაც რაღაცამ შემიშალა ხელი. ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ არ გამომივა. არ მინდა, იმ ადამიანებს დავემსგავსო, შეუღლებიდან 3–4 თვეში რომ ანგრევენ ოჯახებს. 
ოთხი თვეა, რაც ჩემი შვილი, ნუგზარი, ციხიდან გამოვიდა. ჩემი ბიჭი ჩემს ოჯახში იზრდებოდა, უბრალოდ მე ვიყავი წასული მოსკოვში. კარგი ბიჭია. რა ვიცი, ამ ბოლო დროს იყო ლაპარაკი ცოლის მოყვანაზე და ალბათ მალე მამამთილობასაც მომილოცავთ. ჩემს ყოფილ მეუღლესთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, არც ის გათხოვილა. 
– გასაგებია, რომ ოქრო ძალიან გიყვართ, მაგრამ მაინც რატომ გიკეთიათ ამდენი სამკაული ერთდროულად? 
– იმიტომ მიკეთია, რომ მიხდება. 
– თქვენი ჩაცმულობა ყოველთვის განსხვავებული და თვალშისაცემია. ასე კომფორუტლად გრძნობთ თავს? 
– მე ამას ვერ ვატყობ, ჩვეულებრივად ვიცვამ. მაშინაც, კარიერას რომ ვიწყებდი, ამბობდნენ, გამომწვევად აცვიაო. სცენაზე ვიდექი და უზარმაზარი დიზაინერის, იუდაშკინის ტანსაცმელი მეცვა. ეტყობა, ეს შურდათ. რატომ არ უნდა მცმოდა? მართალია, ახლა არა მაქვს, მაგრამ მაშინ უამრავი ფული მქონდა. დღე და ღამე ვმუშაობდი, სოფელ–სოფელ, ქალაქ–ქალაქ დავდიოდი და ვმღეროდი. აი, ეს სიყვარული მოვიმკე დღეს. 
– დღეს რატომ ვერ შოულობთ ფულს? 
– დღეს ვინ შოულობს? ვერავინ. 
– აბა, რითი არსებობთ? 
– არ ვიცი, ჩემი შრომით, ვმღერი ქორწილებში, დაბადების დღეებზე. სიყვარულით მპატიჟებენ და ფულს მიხდიან. თუ ფულს ვერ მაკადრებენ, მჩუქნიან ბრილიანტს და ოქროს. ეს ყოველდღე არ ხდება, მაგრამ მაინც ასე გამაქვს თავი. 
– დღევანდელი ქართული შოუბიზნესიდან ვისთან მეგობრობთ? 
– ანრი ჯოხაძესთან, კაკი ბოლქვაძესთან, თამრიკო მეჭიაურთან, მანჩოსთან, თაკო მელიქიშვილთან... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. 
– თქვენმა კოლეგებმა ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ როგორ მიგიღეს? 
– იცი, რა? თვითონ არ ვარ ისეთი, რომ რაღაცის ქექვა დავიწყო, ჩვეულებრივად მიმიღეს. მოსკოვში ლიმუზინი მემსახურებოდა, დაცვა და ა.შ. რატომ არ უნდა მომმსახურებოდნენ?! ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ვუყვარდი, მეხმარებოდნენ და დიდი პატივით მექცეოდნენ. 
– ქართველი პოლიტიკოსებისგან არის რაიმე სახის ხელშეწყობა? 
– არანაირი. ამ თემაზე არ მინდა საუბარი, არასოდეს ვერევი პოლიტიკაში! 
– რა შეცვალა ცხოვრებამ თქვენს პიროვნებაში? 
– შეიცვალა ის, რომ აღარა ვარ "ხუჭუჭა, პატარა", 40 წლის ვარ. ძალიან ემოციური და ნერვული გახლავართ, გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, მაინც თავშენახულს მეძახიან. 
– როგორ უვლით თავს? 
– 24 საათი თავის მოვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ვუვლი თავს პარფიუმერიით. ნიღბებს და, რაც მთავარია, ხარისხიან მასაჟს ვიკეთებ, ფრჩხილებს ვიწესრიგებ. სულ განვიცდი იმას, რომ ქუჩაში ფეხით ვერ დავდივარ – პოპულარობა დისკომფორტს მიქმნის. მოსკოვშიც ასე იყო. 
– რუსებთან ახლა როგორი დამოკიდებულება გაქვთ, აგვისტოს ომის შემდეგ? 
– კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პოლიტიკაში არ ვერევი. პოლიტიკას განაგებს რამდენიმე ადამიანი და იმათ გამო, რომლებიც ოდესმე წავლენ, რატომ შევიძულო ერი ან ის ქვეყანა, სადაც წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, ტაშს მიკრავდნენ, ფულს მჩუქნიდნენ და ჩემი გულისთვის მოდიოდნენ რესტორანში, სადაც ვმღეროდი?! 
– ქართული სუფრა გიყვართ? 
– რა თქმა უნდა, წითელი დიპლომი მეკუთვნის თამადობაში. ძალიან მიყვარს სმა, კარგი ჭამა. ამ ყველაფრის შემდეგ კი დიეტის დაცვა მიწევს ხოლმე. სალათებზე გადავდივარ, ექვსის მერე აღარ ვჭამ. გასუქება ძალიან ცუდია. 
– ამ ეტაპზე თქვენ გვერდით არის საყვარელი ადამიანი? 
– ვაიმე, არავინ მიყვარს და ხმამაღლა ვყვირი: რატომ არ მიყვარს არავინ? ამას ძალიან ვდარდობ. სიყვარული მინდა! 
– როგორი ქალები მოგწონთ? 
– ისეთი ქალები მიყვარს, რომლებსაც ჩემზე მეტად ვეყვარები. შავგვრემანი, ეშხიანი და ერთგული ქალები მომწონს. ოფიციალურად ერთხელ ვიყავი ქორწინებაში და დღემდე ოფიციალურად არ ვარ გაყრილი. ამას წინათ ჩემმა ყოფილმა ცოლმა მითხრა, მგონი, ჩვენ ისევ ერთი ბედის ვართო. მე ვუთხარი, მანამ არ გეტკინოს არაფერი–მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მარიჩკას აქვს იმედი, რომ ისევ ერთად ვიქნებით. არ არის გამორიცხული, ასეც მოხდეს, მაგრამ ერთი ათი წელი – არა. 
როცა მიყვარს, აბნეულ–დაბნეული დავდივარ, დავფრინავ. ხმამაღლა ვაცხადებ: ვეძებ სიყვარულს! რაც გულით მინდოდა, ყველაფერი მაქვს, ახლა ლამაზი სიყვარული მინდა. მინდა, რომ ადამიანის გვერდით დავისვენო, მინდა, მოვიდეს და ცხოვრება გამილამაზოს! 

(მე ასევე შემიძლია გაცნობოთ რომ გია სურამელაშვილის ფაბკლუბიც არსევობს)

რათქმაუნდა თქვენ გაინტერესებთ რას ფიქრობს ამის შესახებ სვეცკი ლამზო. მე ვფიქრობ რომ გია სურამელაშვილი მსოფლიო ვარსკვლავია და მას აქვს უდიდესი ნიჭი ხოლო ვინც მასზე რამე ცუდს იტყვის სვეცკ ლამზოსთან ექნება საქმე!







ქის იუ ოლლ ლოვ იუ ოლლ ბაიიიი<3

ყველაზე მოდურ-სვეცკურ-ძერსკული სიტყვები და ფრაზები ამ სეზონზე

ყველამ ძალიან კარგათ იციტ რომ მე ვარ მოდის, სვეცკობის და ზერსკობის პროფესიონალი სვეცკი ლამზო.
ახლა ვისუბროთ ახალ ტენდენციებზე.
ამ სეზონში სიტყვა "ვაიმეეე" შეიცვალა სიტყვა "ვუმეე"-თი.გარწმუნებთ რომ ეს ძლიან პოპულარული ხდება. ჩემი აზრით ფრაზა "შენ რაგაცაში ძაან" ძალიან მოძველდა, მისი შემცვლელი კი ჟერ არ გამოჩენილა. "ღადაობ" უკვე დიდი ხანია მოდაშია და ჯერაც არ გაულა. ჩემი პროგნოზით ბიჭებში მოდაში ისევ შემოდის ძველბიჭური საუბარი, მართალია ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო მოდაში მაგრამ ეს ფაქტი ჩვენ შეგვიძლია წვეტასების მოდაში შემოსვლას შევუსაბამოდ (თუმცა დადი ჭორები რომ წვეტასები სურამელამ დააბრუნა). გოგოებში მოდაში იყო ბიჭური უხეში ლაპარაკი ხოლო ეხლა ჩემი პროგნოზით მოდაში ძერსკული ლაპარაკი შემოდის.
შმდეგ ტენდენციებზე ცოტა ხანში გესაუბრებით.
ქის იუ ოლლ ლოვ იუ ოლლ ბაიიი<3

ვიქტორია სეკრეტის 10 ყველაზე ლამაზი მოდელი












10: alessandra ambrosio

9: doutzen kroes

8: carolina









7: miranda-kerr

6: heidi klum

5: izabel goulart

4: tyra banks

3: selita ebanks

2: marissa miller

1: adriana lima

შეიძლება თუ არა რომ საქართველოში ქალი რამდენჯერმე გათხოვდეს?

ალბათ ყველას გაინტერესებთ ჩემი აზრი ამის შესახებ. მე ვფიქრობ რომ საქართველოში ძალიან ბევრი პატრიოტი ცხოვრობს რომელიც თავისი წეს-ჩვეულებებით ცხოვრობს,მაგრამ ბოლოს და ბოლოს 21-ე საუკუნეა ჩვენ ქალებს გვაქვს უფლება რამდენიმეჯერმე გავთხოვდეთ და გვაქვს უფლება საქართველოში ისე ვიცხოვროთ როგორც ქალები ცხოვრობენ ევროპაში ან ა.შ.შ-ში. არ შეიძლება რომ 21-ე საუკუნეში რომელიმე კაცი ფიქრობდეს იმას რომ ქალს ნაკლები უფლებები აქვს ვიდრე კაცს. ბოლოს და ბოლოს საქართველო ირანი ხომ არაა რომელსაც თავის მუჰამედის ხანაში უნდა ჩარჩენა, ქალების დაჩაგვრა- ეს აის ძალინ ცუდი ამიტომაც შეაგნებინეთ ქართველ კაცებს რომ ქალს ისეთივე უფლებები აქვს როგორიც კაცს და ქალს თუ უნდა 2-ჯერ გათხოვდება თუ უნდა 10-ჯერ. ჩვენ ქალები ვართ სრულუფლებიანი ადამიანები და ბოლოს და ბოლოს 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და რადგანაც ჩვენ ქალები ბართ მოდას უნდა დავეწიოთ! და ვიცხოვროთ ისე როგორც გვინდა!
ქის იუ ოლლ ლოვ იუ ოლლ ბაიი <3

კეტრინ მაკკინლი- მზადება მოდის კვირეულისტვის

სულ მალე ნიუ-იორკი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, ზუსტად ორ დღეში
მეგაპოლისში სტარტს აიღებს მოდის კვირეული, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ სტუდიაში
ჟურნალისტები გაესაუბრნენ ავსტალიელ ტოპ-მოდელს კეტრინ მაკნილს, რომელმაც ისაუბრა
მოდის დღესასწაულის წინა სამზადისზე და სხვა მრავალ თემებზე.
კეტრინმა გასულ სეზონზე არაერთ ჩვენებაში მიიღო მონაწილება, მათ შორის გახლდათ სენ ლორანის
შოუ, სადაც მოდელს გრძელი შიფონის საღამოს კაბა და კოვბოის ქუდი ემოსა, მოდის სახლის ამჟამინდელი
კრეატიული დირექტორის, ედი სლიმანის თხოვნით მაკნილმა მისი მკერდის პირსინგი მოიხსნა. ორ წლიანი 
პაუზის შემდეგ მოდის ინდუსტრიაში, არც თუ ისე ურიგო სტარტი აიღო გოგონამ. " მე გადავწყვიტე ლონდოში
ცხოვრება, მივედი ჩემს აგენტთან და განვუცხადე, რომ აღარ ვაპირებდი მოდელის კარიერის გაგრძელებას".

მან ამ პერიოდში თავადვე შეიჭრა თმა, " ახლა როდესაც მივდივარ გადაღებაზე, ვოცდები და ვერ ვიგებ
თუ რატომ მივიღე ამდაგვარი გადაწყვეტილება ჩემს ვარცხნილობასთან დაკავშირებით", განაცხადა კეტრინმა,
"თუმცა ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები მეუბნებიან, რომ ჩემი განახლებული ლუქი თანამედროვეა", ეს ასეა, 
რადგან არაერთმა სუპემოდელმა, მათ შორის კარლიმ, ლეანდრამ, ემილიმ... სწორედ მოკლე კარეზე შეაჩერეს
არჩევანი. "თუ მოდელი თავდაჯერებულია, ყველანაირი ვარცხნილობით შეძლებს მუშაობას'.
როდესაც საუბარი წამოიჭრა ჩაცმის სტილზე, მან თამამად განაცხადა, რომ რიკ ოუენსის ტყავის
ქურთუკი მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია, " იზაბელ მარანტის 'სნიქერები' ჩემთვის ძალიან
ძვირფასი რამაა, როდესაც დღეში 5 საათი მოძრაობ განუწვეტლივ, გესაჭიროება კომფორტული ფეხსაცმელი,
მე კი იმის გამო, რომ ყოველი მეორე იმოსება იზაბელის ამ პროდუქციით, ვერ ვიტყვი მათზე უარს".
კეტრინი ყველნაირად ცდილობს იცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით. " აქამდე არ მანაღვლებდა
ეს ყოველივე საერთოდ, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ საკითხზე სერიოზულად დავფიქრდი და დავიწყე
ზრუნვა საკუთარ თავზე, სპორტ დარბაზს კვირაში 5 ან 6 დღე ვსტუმრობ და ასევე ვცდილობ ვიკვებო
ჯანსაღად, ამ ბოლო დროს ჩემი მუხლები ცოტა არ იყოს მაწუხებს, რადგან ბევრს ვვარჯიშობ".

სხვა ცვლილებები? " ყავას აღარ მივირთმევ და ხორცზე ვამბობ უარს, ვეგტარიენელი ვარ ამ
სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყოველთვის შენი შინაგანი მდგომარეობა აისახება შენს ვიზუალზე".
კოსმეტიკას რაც შეეხება იგი უპირატესობას არმანის ნიღბებს ანიჭებს და მიიჩნევს, რომ კანის
ჯანსაღი იერსახის შესანარჩუნებლად მისი პროდუქცია იდეალურია.







ქისს იუ ოლლ ლოვ იუ ოლლ ბაიი <3